საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია, კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. მეოთხედფინალში, სადაც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება