ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას ეხმიანება.
„რუსეთის ყოველი თავდასხმა განზრახ გაკეთებული არჩევანი და გზავნილია: რუსეთს მშვიდობა არ სურს.
დღევანდელი დარტყმები, მათ შორის კიევში მთავრობის შენობაზე, ესკალაციის აშკარა ნიმუშის ნაწილია.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“, - წერს კაია კალასი.