რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილისა და ეუთოს უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკის შეხვედრა დასრულდა. თემურ იაკობაშვილი კნუტ ვოლებეკთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ადამიანების გატაცების ფაქტებს განიხილავდა. ამას გარდა, საუბრის ძირითადი თემა იყო ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების მდგომარეობა. თემურ იაკობაშვილის განცხადებით არანაირი ვაჭრობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ტომას ჰამარბერგის ჩამოსვლის შემდეგ, რომელიც გამგზავრებაც ცხინვალში, მოხდება ამ პრობლემის გადაჭრა. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ჰამარბერგს სეპარატისტებმა დაკავებული ბავშვები გამოატანონ.
"ჩემი მანდატი არ ითვალისწინებს კერძო შემთხევებში ჩარევას, თუმცა ვიცი, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში ბატონი ჰამარბერგი ჩამოდის და მასთან შეხვედრაზე ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ",_ განაცხადა კნუტ ვოლებეკმა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა კი განაცხადა, რომ "ქართული მხარის პოზიცია არ შეცვლილა და ბავშვენი უნდა გაათავისუფლონ ყოველგვარი პირობების გარეშე. ყველანაირი ვაჭრობა ამ საკითხთან დაკავშირებით არის გამორიცხული და ყველას ალბათ კარგად ესმის, რომ როგორც კი დაიწყება ვაჭრობა ამ საკითხთან დაკავშირებით ეს იქნება შეუქცევადი პროცესი და ყოველ დღე იქნება ვირტაც გატაცებული",_ აცხადებს იაკობაშვილი და დასძენს, რომ მას ძალიან დიდი იმედი აქვს იმისა, რომ "კეთილგონიერება ეყოფა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებს, რომ ბავშვები ჰამარბერგს მაინც გამოატანონ თბილისში".