2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ცხინვალზე შეტევა განახორციელეს, - ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კომისიის დასკვნა წარადგინა.
"საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან - გენერალი გოგავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი ბალახაძე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, სამხედრო ექიმი ლაშა ქოიავა და სხვები - ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების ომში აღმოჩნდა, რომელმაც გარე ძალების დახმარების იმედით და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს მიმართულება განსაზღვრეს.
ამასთან ერთად, საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე ანუ ცხინვალზე, როგორც ისინი უწოდებენ, სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა არა თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს, არამედ შსს-ს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია". - თქვა თეა წულუკიანმა პლერანურლ სხდომაზე მისი კომისიის ანგარიშის წარდგენისას.