საგადასახადო შეთანხმება მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ეს ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეკუთვნის და მთავრობის პირობისამებრ კანონპროექტიში საპარლამენტო განხილვამდე აისახება.
საგადასახადო შეთანხმება გაფორმდება იმ მეწარმეებთან, ვისაც გაჩნია საგადასახადო დავალიანება და ამ ვალს არ აღიარებს.
მთავრობის მიერ ინიცირებულ ვარიანტში გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელი იყო, თუ საგადასახადო ვალდებულებების ჯამური ოდენობა 100 000 ლარს აღემატებოდა და არ იყო აღიარებული მის მიერ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით კი, 100 000 ათასი ლარი 10 000 ათას ლარამდე უნდა შემცირდეს.
ამ მოთხოვნას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯმდომარე იმ არგუმენტით ასაბუთებს, რომ შეღავათი ყვვლა მეწარმის მიმართ თანაბრად უნდა გავრცელდეს.
`ცხადია, გადასახადების გადაუხდელობის პრობლემა უფრო მეტად არის იმ შემთხვევებში, როდესაც საუბარია დიდ თანხებზე, მაგრამ საშუალო და მცირე ბიზნესშიც არსებობს ასეთი პრობლემები და ჩვენი პოზიციაა, რომ როდესაც მთავრობა ახორციელებს რაიმე შეღავათს, ეს შეღავათი ყველას მიმართ თანაბრად უნდა გავრცელდეს,~ - აცხადებს მელიქიშვილი.
რაც შეეხება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პროცედურას, ეს განსაზვრულია კანონპროექტით დაწარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს შეთანხმების გაფორმების თაობაზე და თან ურთავს შესაბამის მასალებს. შემოსავლების სამსახური აღნიშნულ განცხადებას წარუდგენს ფინანსთა მინისტრს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. გადაწყვეტილება შეთანხმების გაფორმების შესახებ მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ და დგინდება გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა და გადახდის ვადები.