უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს უკრაინისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ალასკაში გამართული მოლაპარაკებების დროს. ამავდროულად, მან აღნიშნა ამერიკელი ლიდერის „მნიშვნელოვანი სიგნალის“ შესახებ.
„არ ვიცი, სინამდვილეში რაზე ისაუბრეს პუტინმა და პრეზიდენტმა ტრამპმა,“ - თქვა პუტინმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთონლივ პრესკონფერენციაზე
ზელენსკიმ დასძინა, რომ ტრამპმა მას და ევროპელ ლიდერებს „ბევრი დეტალი“ გაუზიარა.
„და ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სიგნალი გააჟღერა, ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პუტინის აზრი. რადგან პუტინი არანაირ უსაფრთხოების გარანტიას არ მოგვცემს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
შემდეგ ზელენსკიმ განმარტა, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს ხედავს უკრაინისთვის.
„უსაფრთხოების გარანტი ძლიერი არმიაა. ამის უზრუნველყოფა მხოლოდ უკრაინას შეუძლია. მე მჯერა, რომ ამ არმიის დაფინანსება მხოლოდ ევროპას შეუძლია.
ამ არმიისთვის იარაღის მიწოდება შესაძლებელია ჩვენი ადგილობრივი წარმოების, ევროპული წარმოების მეშვეობით, მაგრამ არსებობს დეფიციტური ნივთები, რომლებიც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი. მე მჯერა, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიაა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ პასუხგაუცემელი რჩება კითხვები იმის შესახებ, განლაგდებიან თუ არა უცხოელი ჯარები უკრაინაში და დაიცავენ თუ არა უკრაინის პარტნიორები უკრაინის ცას.
„ჩვენ ნამდვილად გვინდა ამ კითხვებზე პასუხების მიღება, რათა გავიგოთ, რა არის უსაფრთხოების გარანტიები,“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.