უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ბრიუსელში ჩავიდა, სადაც მას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დახვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ლიდერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპელი ლიდერების ვირტუალურ შეხვედრას დაესწრებიან.
ამასთან, ცნობილია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, ხვალ ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას დაესწრებიან.
ფონ დერ ლაიენი და ზელენსკი ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ მსურველთა კოალიციის“ წევრებთან.
გავრცელებული ინფორმაციით ფიბნ დერ ლაიენის გარდა ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ზელენსკისთან ერთად იქნებიან გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.