რუსეთს ამ ომის მალე დასრულება არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი X-ზე წერს.
„ალასკაზე შეხვედრის წინ ევროკავშირმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა პრეზიდენტ ტრამპთან პოზიციების შესათანხმებლად იმუშავეს. მაგრამ, მკაცრი რეალობა ის არის, რომ რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს. დელეგაციების შეხვედრის მიუხედავადაც კი, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმები დაიწყო“, - წერს კაია კალასი.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების გაჭიანურებას აგრძელებს და იმედოვნებს, რომ ეს გამოუვა.
„მოსკოვი ამ ომს მანამდე არ დაასრულებს, ვიდრე არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია. ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობით. ევროპის უსაფრთხოება მოლაპარაკებების საგანი არ არის“, - წერს კალასი