რუსეთის სასამართლომ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის, დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა "სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით". ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, სასამართლომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია, რომ საქართველოს მოქალაქის, ალეკო ელისაშვილის, წინააღმდეგ განაჩენი გამოეტანა. ის დაუსწრებლად დამნაშავედ ცნეს "რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაში, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს".
მანამდე რუსეთმა ელისაშვილი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.