რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ალასკაში დაგეგმილ რუსეთ-ამერიკის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ფადეევმა განაცხადა.
„დიახ, შემიძლია დავადასტურო სერგეი ლავროვის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, რომელიც პარასკევს ალასკაში გაიმართება“, - განაცხადა მან ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილი შეხვედრა ელმენდორფ რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება, რომელიც ქალაქ ანკორიჯში მდებარეობს.