აჭარაში დიდ თოვლობის შედეგად გათიშული აბონენტების ნაწილის ენერგომომარაგება ს.ს. ენერგო-პრო ჯორჯიამ განაახლა.
ამ დროისთვის გათიშული რჩება 9 848 აბონენტი, კერძოდ 6 200 აბონენტი ქობულეთში, 2 088 აბონენტი ზემო აჭარაში, 188 აბონენტი ხელვაჩაურში, 872 აბონენტი ოზურგეთში, 200 აბონენტი ლანჩხუთში და 300 აბონენტი ბათუმში.
დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რამაც განაპირობა ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა.
რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რათა დღის ბოლომდე ოპერატიულად მოახდინონ უამინდობით გამოწვეული დაზიანების ლოკალიზება და კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.