"ქრისტიან-დემოკრატული" მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ლევან ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. ჯაფარიძე აღნიშნულ თანამდებობაზე პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა მისი პოლიტიკური მოძრაობისათვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის პრობლემების მოგვარება და იმედოვნებს, რომ ამ საკითხში ჯაფარიძის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე არის საუკეთესო ვარიანტი.
"ჩვენი პარტიისათვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდული პრობლემების გამოვლენა და იდენტიფიცირება, ასევე ამ პრობლემების გადაწყვეტისათვის გზების მოძიება და რაც მთავარია ახალგაზრდების მოზიდვა ჩვენ პოლიტიკურ ორგანიზაციაში და საზოგადეობაში ნარედგვა ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებებისა. ამ მიზნების შესრულებაში კი ლევან ჯაფარიძის კანდიდატურა არის სრულიად მისაღები და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს თავს წარმატებით გაართმევს", - განაცხადა თარგამაძემ.
ჯაფარიძე "ქრისტიან დემოკრატიულ" პარტიაში გაწევრიანებამდე იყო ახალი მემარჯვენეების თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თუმცა თარგამაძის თქმით, მას ამის გარდა აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში.
2001-2005 წლებში იგი იყო ტექნიკური უნივცერსიტეტის სტუდ კავშირის პრეზიდენტი. 2005-2006 წლებში ამავე სასწავლებლის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2004-2008 წლებში საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაცინალური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 2006 წლეს მისი ინიციატივით დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა "მამულიშვილები", რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ქართული ტრადიციების კულტურის, ენისა და სარწმუნოების დაცვას. აღსანიშნავია რომ ახალი მემარჯვენეებიდან მისი წამოსვლის პერიოდს დაემთხვა ინცინდენტი სამართალდამცავებთან, რომლის დროსაც იგი ქრთამის აღებისათვის დაკავებულიც იყო.