პროცესი დაასრულა ბრალდებამ, თქვა რომ არაფერი არ აქვს, თქვა რომ აბსურდებს ითხოვს, მაგრამ თქვა, რომ გთავაზობთ საპროცესოს - რადგან სხვა არჩევანი არ გაქვთ, - ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი პროცესი იყო კიდევ იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში სამართალს სჭირდება დაცვა.
"ეს ხომ არ იყო პროცესი. ჩვენ ხომ ვიცოდით სადაც ვიყავით, ამიტომ, მე თუ მკითხავთ ეს ტრაგიკული დღეა. ეს ტრაგედიაა. საბოლოოდ, დღევანდელი პროცესი იყო კიდევ იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში სამართალს სჭირდება დაცვა. მაგრამ, სამართალს მზიას ადვოკატები ვერ დავიცვათ, სამართლის დაცვა შეუძლია მოსამართლეს - ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა დღევანდელი პროცესის. მე სასამართლოზე ვთქვი, რომ არც ერთ არ ვართ აქ ისეთი სულელი, რომ არ ვიცოდეთ სად ვართ და რა საფრთხეებისა თუ ზეწოლის წინაშეა სასამართლო - ყველაზე მთავარი კითხვა მქონდა მოსამართლესთან, აქ მას ის უნარები, რომ ამხელა სახელისუფლებო ზეწოლას გაუძლოს? რომელიც პროცესის მიმდინარეობის პარალელურადაც კი მოგვდევდა და ამტკიცებდნენ, რომ არა - ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და უნდა დაისაჯოს საგანგებოდ და იქ არის, სადაც უნდა იყოს... ამაზე პასუხის გამცემი არის ეს მოსამართლე? თუ ამაზე პასუხის გამცემი არ არის ეს მოსამართლე, მაშინ ეს მოსამართლე არ არის - იმ შემთხვევაშიც კი, გამამტყუნებელი განაჩენი რომ დაადგინოს, მოსამართლემ უნდა უთხრას ხელისუფლების ამ ე.წ. სპიკერებს, თქვენ არავინ არ გეკითხებათ სამართლის საკითხებს. მან უნდა თქვას, რომ სამართლის საკითხებს აქ ჩვენ ვწყვეტთ - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე უნდა მიუთითოს, მაგრამ ამას ერთად ვნახავთ როგორ შეუძლია ეს ამ მოსამართლეს.
საპროცესოს შეთანხმება არის მანიპულირება საზოგადოებრივ განწყობებზე, ვისაც 2 გრამი ტვინი აქვს და ვინც დღევანდელ პროცესს უსმენდა, ამაში დარწმუნდება - ამიტომ დავხარჯეთ ამ პროცესზე ამდენი საათი. დღევანდელ პროცესს ვინც უსმინა და თავისი თვალით ნახა, მიხვდება რა დღეშია ბრალდება - არაფერი საქმეში არ არის. პროცესი დაასრულა ბრალდებამ, თქვა რომ არაფერი არ აქვს, თქვა რომ აბსურდებს ითხოვს, მაგრამ თქვა, რომ გთავაზობთ საპროცესოს - რადგან სხვა არჩევანი არ გაქვთ. ან მიიღებთ სასჯელს 4-დან 7 წლამდე, ან აღიარეთ ეს ყველაფერი და დაიბრალეთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ. რა საკვირველია, ეს არის სწორედ ის, რასაც პირველივე დღიდან ახმოვანებს ხელისუფლების არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. აღიარეთ, მოინანიეთ და მერე ვილაპარაკოთ” , -თქვა მწარიაშვილმა.
დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
"'ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 4 აგვისტოს გამოცხადდება.