"'ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 4 აგვისტოს გამოცხადდება. ამის შესახებ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.