კამჩატკის ნახევარკუნძულზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ვულკანმა კლიუჩევსკაია-სოპკა ამოფრქვევა დაიწყო.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალის ცნობით, ცხელი ლავა დასავლეთ ფერდობზე მიედინება, ვულკანის ზემოთ ძლიერი ნათება შეინიშნება და აფეთქებებია.
მეცნიერები კვირების განმავლობაში წინასწარმეტყველებდნენ ამოფრქვევას და აღნიშნავდნენ, რომ ვულკანის კრატერი თანდათან ლავით ივსებოდა.
ბოლო დღეებში ვულკანი გააქტიურდა, კრატერში ფერფლის გამოყოფა დაიწყო და ღამით კრატერზე ძლიერი ნათება შეინიშნებოდა.
30 ივლისის შუადღისას ვულკანმა ფერფლი ზღვის დონიდან სამ კილომეტრამდე სიმაღლეზე გამოყო.