ამერიკელი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონის კენჭისყრა უნდა დაჩქარდეს, რადგანაც, მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი „დამატებით დროს არ იმსახურებს“.
„ვლადიმერ პუტინი არ იმსახურებს დამატებით დროს, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ სანქციების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა. ჩვენ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრა უნდა დავაჩქაროთ. ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს სწორი მიმართულებაა, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ სანქციები 500%-იანი იყოს და არა 100%-იანი“, - განაცხადა რიჩარდ ბლუმენტალმა.
მისივე თქმით, ამჟამად სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს 85 კანონმდებელი უჭერს მხარს და, მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 90 ხმის მიღებაც.