სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ჩვენი ელჩი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, გადასცა ჩვენი გზავნილები - ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შემხვედრ ნაბიჯებზე დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ამერიკის არსებულმა ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.
„სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ჩვენი ელჩი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, გადასცა ჩვენი გზავნილები. ვიცით, რომ წინა ადმინისტრაციის მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება იყო და ახლა შეიცვალა ადმინისტრაცია. იმ ღირებულებებზე და გამოწვევებზე, რაზეც დღეს საუბრობს ახალი ადმინისტრაცია, ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით. სწორედ ამ გამოწვევებს ვებრძოდით და არა აშშ-სა და ევროკავშირს. ორმაგი სტანდარტი იყო მათი მხრიდან, რასაც დღევანდელი ადმინისტრაციაც ამხელს. უკვე საქილიკო გახდა, რომ რუსულის იარლიყს იყენებენ, როცა არ აქვთ არგუმენტი. სასაცილოა ამ თემაზე საუბარი. ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის, ყოველთვის მზად ვიყავით და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მოხდება ჩვენი შეხვედრა. თუ არა და ჩვენ არაფერს ვცვლით. ჩვენ ვართ გულწრფელები, მოქალაქეებს ინფორმაციას ვაძლევთ თუ რა გვსურს და რა გზას ვირჩევთ. შემხვედრ ნაბიჯებზე დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ამერიკის არსებულმა ადმინისტრაციამ უნდა აიღოს, სახელმწიფო მდივანმა. ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, გვქონდეს დისკუსიის შესაძლებლობა და თემების შემდგომი განხილვის“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.