საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეკემბერში გერმანიას ეწვევა. სააკაშვილი ბონში, ევროპის ხალხთა პარტიის ყრილობას დაესწრება, რომელშიც სხვა სახელმწიფოთა მეთაურები, პრემიერ-მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების თავმჯდომარეები მიიღებენ მონაწილეობას.
სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ევროპის ხალხთა პარტიის ყრილობა 9-10 დეკემბერს არის ჩანიშნული და მასზე უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი, ნიდერლანდების მთავრობის ხელმძღვანელ იან პეტერ ბალკენენდე, ბელგიის, აღმასრულებელი ხელისუფლების თავმჯდომარე ივ ლეტერმი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ტრაიან ბესესკუ, იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი სილვიო ბერლუსკონი, შვეციის პრემიერ-მინისტრი ფრედრიკ რეინსფელდატი, ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი, ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპარლამენტის თავმჯდომარე ეჟი ბუზეკი და სხვები არიან მიწვეულნი.
ყრილობაზე ევროპის ხალხთა პარტიის ახალი ხელმძღვანელის არჩევა მოხდება. რაც შეეხება უშუალოდ განხილვის თემებს, მასზე ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკური კრიზის საძლევის გზებზე იქნება საუბარი.