ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ ე.წ. “უშიშროების საბჭოს” სხდომა მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის "საჰაერო სივრცე" რამდენიმე დრონმა დაარღვია.“
საოკუპაციო რეჟიმის მედიასაშუალებების თანახმად, მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა ბადრა გუნბა გუნბამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ინფორმაცია მოისმინა.
მან მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რუსეთის სასაზღვრო სამსახურსა და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზასთან ურთიერთქმედების გაძლიერება დაავალა.