ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. მიზეზი მეშახტეების სრულმასშტაბიანი გაფიცვაა, რომელიც დღეს დილიდან, 06:00 საათიდან დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ტყიბულის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა განუცხადა, გაფიცულები ხელფასის სამჯერ გაზრდას ითხოვენ.
"მეშახტეებს აქამდე რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, ახლა კი ძალაში მხოლოდ ერთი - ხელფასის სამჯერ გაზრდის მოთხოვნა დატოვეს, რაც უმეცრებაა. მეშახტეების შრომითი ანაზღაურება ჩვენთან ისეთივეა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ნახშირის მრეწველობის საწარმოებში აქვთ მუშებს _ დაახლოებით 600 ლარამდე", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გორდეზიანმა.
მისივე განმარტებით, თუ მეშახტეების გაფიცვა დიდხანს გაგრძელდება მაღარო კატასტროფამდე მივა და მისი დაკონსერვება გახდება საჭირო.