დღეს, 2 თებერვალს, 14:00 საათზე თელავის სახელმწიფო უნივერსისტეტში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები თელავის რაიონის პედაგოგებს შეხვდებიან.
პედაგოგები მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხოურ ენებში პირველად 2010 წელს ჩატარდა.
დაწყებითი კლასების პედაგოგთათვის კი ის პირველად 2011 წელს ჩატარდება. 1-4 კლასების პედაგოგებისათვის მომზადდება ტესტი, რომელიც შეამოწმებს ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ცოდნასა და სწავლების მეთოდიკის ფლობას (დავალებების 75%), ასევე აკადემიურ უნარებს - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (დავალებების 25%).
წელს ასევე პირველად ჩატარდება სასერტიფიკაციო გამოცდები ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის მასწავლებელთათვის.