უკრაინაში ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იულია სვირიდენკო დაიკავებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ სვირიდენკოს შესთავაზა მთავრობას სათავეში ჩაუდგეს და თავისი გამოცდილება გამოიყენოს უკრაინული წარმოების მხარდასაჭერად.
იულია სვირიდენკო უკრაინის ეკონომიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერია 2021 წლის ნოემბრიდან.
„ვისაუბრე იულია სვირიდენკოსთან - შევთავაზე, რომ უხელმძღვანელოს უკრაინის მთავრობას და განაახლოს მისი მუშაობა უკრაინული წარმოების, უკრაინული მეწარმეობის მხარდაჭერის გამოცდილების საფუძველზე, რომელიც იულია პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე აქვს. დენის შმიჰალის კოლოსალური გამოცდილება ნამდვილად სასარგებლო იქნება უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სწორედ ამ სფეროშია ამჟამად თავმოყრილი ქვეყანას რესურსებისა და ამოცანების მაქსიმალური რაოდენობა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის კონფიგურაციისთვის სახალხო დეპუტატებისგან საკმარის მხარდაჭერას ელის.
რაც შეეხება უკრაინის ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს, განიხილება მისი დანიშვნა აშშ-ში უკრაინის ელჩად.