თბილისში, სადგურის მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე თბილისის მერთან ერთად მივიდა.
მისივე ინფორმაციით, ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ამ ეტაპზე რაც შემილძლია, დაგიდასტუროთ, ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია. ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. თუ ამას მოემატება რიცხვი, უახლოეს პერიოდში გეტყვით. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები“,- განაცხადა შს მინისტრმა.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.