დასრულდა ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში. ვიზიტის ფაგლებში 26 ნოემბერს ვიცე პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიის დელეგაციის საგანგებო სხდომაზე ევროპარლამენტის სიტყვით მიმართა. გამოსვლამ ევროპარლამანტართა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. სხდომამ საათზე მეტი გასტანა. გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს ტერიტორიების ოცუპაციაზე და ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაზე, კონლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის როლზე. აღნიშნა, რომ რუსეთი დღესაც აგრძელებს თავის პროვოკაციებსა და აგრესიულ ქმედებებს. ევროპელ პარლამენტარებს ეთხოვათ დაკავებული ქართველი სკოლის მოსწავლეების დაუყოვნებლივ განთავისუფლებაში მხარდაჭერა. საუბარი ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო. სხდომაზე დამსწრე ევროპარლამენტარებმა საქართველოს ყოველმხრივი დახმარება აღუთქვეს. მათ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნეს, რომ აუცილებელია აქტიური ძალისხმევა როგორც ევროკავშირის, ასევე თვითონ საქართველოს მხრიდან კონფლიტის გადასაჭრელად საჭირო წინაპირობების შესაქმნელად. ამ მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტებს დაიანა ვოლისს და ლიბორ რუჩეკს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გაბრიელ ალბერტინისს, პოლიტიკური ჯგუფის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ხელმძღვანელს მიხალ კამინსკისს, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრს, ლიბერალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს ქრისტინა ოჯულანდთან, ფრაქცია მწვანეების ხელმძღვანელს რებეკა ჰარმსს და სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს ჰანეს სვობოდას, საგარეო საქმეთა კომიტეტის ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელს ჰეიდი ჰოუტალასს, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს იოანის კასოულიდასს, EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელს კრისტიან ვიგენინს.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს ომზე, რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების დარღვევებზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის როლზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებისა და გაფართოვების, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევის აუცილებლობაზე, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.
გიორგი ბარამიძემ თხოვნით მიმართა ევროპელ პარტნიორებს, რათა მიიღონ ქმედითი ზომები ოკუპანტების მიერ სოფელ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გასათავისუფლებლად.
აღსანიშნავია, რომ ძალაში ახლადშესული ლისაბონის ხელშეკრულების შესაბამისად, ევროპარლამენტის როლი და პასუხისმგბლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა ევროსაბჭოში ნორვეგიის, სლოვაკეთის, ბელგიისა და ირლანდიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ეთნიკური წმენდასა და იქ მცხოვრებთAუფლებების უხეშ დარღვევებზე. ხაზი გაესვა ევროსაბჭოს როლსა და მისი აქტიური მოქმედების აუცილებლობას. მათ შორის, ოკუპანტების მიერ სოფელ ტირძნისიდან გატაცებული სკოლის მოსწავლეების გასათავისუფლებალად. აღინიშნა ევროსაბჭოს წინაშე რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულების აქტიური მონიტორინგისა და ამ მხრივ რუსეთზე ზეწოლის საჭიროება.