გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე და განაცხადა, რომ დარტყმებმა კვლავ საფრთხე შეუქმნა დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ბირთვულ უსაფრთხოებას.
ანტონიო გუტერეშმა, გაერო-ს პრესმდივნის სტეფან დიუჟირაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, შეშფოთება გამოთქვა სახიფათო ესკალაციისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდის გამო.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და მოუწოდა დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ.
„ამ დარტყმებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოებისთვის არსებულ რისკებს“, - აღნიშნა გუტერეშმა.
გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სრული, დაუყოვნებელი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ.
4 ივლისს რუსეთმა დარტყმა მიაყენა ელექტროგადამცემი ხაზს, რომელიც დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ერთიან ენერგოსისტემასთან აკავშირებდა, რამაც სადგურზე ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.