აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა, მოუწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ განაახლოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ მაკკოლი Х-ზე წერს.
მაკკოლმა გამოაქვეყნა ბმული NBC News-ის სტატიაზე, სადაც პენტაგონმა აცახდებს, რომ უკრაინისთვის მიწოდების გაგრძელება საფრთხეს არ შეუქმნის აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას.
„ამიტომ, მოვუწოდებ ადმინისტრაციას, სწრაფად აღადგინოს მიწოდების პროცესი. პენტაგონის ოფიციალური პირები, რომლებიც წყვეტენ მომარაგებას, მხოლოდ ასუსტებენ პრეზიდენტ ტრამპის კეთილშობილურ ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისკენ“, - წერს მაკკოლი.