საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი ადვოკატის, ქეთი ბექაურის განცხადებით, მას ექიმების დახმარება გუშინ საღამოს დასჭირდა.
"ცოტნე გამსახურდია უკვე 30 დღეა შიმშილობს. 8 დღის წინ წინ მან აქციის ფორმა გაამკაცრა და მშრალ შიმშილობაზე გადავიდა, რამდენიმე დღის წინ უარი თქვა მედპერსონალის მომსახურებაზეც. თუმცა, ახლა მის სამოქალაქო ტიპის საავამდყოფოში გადაყვანას მოვითხოვთ", - განაცხადა ბექაურმა.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვალ კიდევ ერთხელ მოინახულებს.
აღსანიშნავია, რომ ბექაურმა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა გვარამიას საჩივრითაც, რომელშიც იმ კანონდარღვევების შესახებაა საუბარი, რომელსაც, ბექაურის თქმით, გამოძიებისას ჰქონდა ადგილი.
გამსახურდია 27 ოქტომბერს, გვიან ღამით დააკავეს. ის მეზობლის დავით ბაჯელიძის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.