ბათუმის ბაღებს დღეიდან "საბავშვობაღების გაერთიანება" განკარგავს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის თვითმმართველობაში არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ) "საბავშვობაღების გაერთიანება" ჩამოყალიბდა, რომელიც ფუნქციონირებას დღეიდან შეუდა.
ახლადშექმნილი ორგანიზაცია ქალაქის 22 საბავშვო ბაღს აერთიანებს და მათ ფინანსურ მხარეს განკარგავს.