შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქობულეთის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ჯემალ გოგმაჩაძე დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, გოგმაჩაძემ ხე-ტყის მასალის გაცილებისა და მოსალოდნელი პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მოქალაქისგან 150 ლარის ოდენობით ქრთამი აიღო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
მოქმედი კანონმდებლობა ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.