ორშაბათს, 30 ივნისს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული უკრაინაში პირველი ვიზიტით ჩავიდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გეგმავს.
ჩასვლისთანავე მან განაცხადა, რომ „უკრაინის თავისუფლება და მომავალი გერმანიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“.
მისივე განცხადებით, რომ კრემლის მეთაური ვლადიმირ პუტინი სასტიკი დაბომბვის გზით უკრაინის დამორჩილებას ცდილობს.