სოციალური ქსელებში გავრცელებული ცნობით, 30 ივნისის ღამეს, დროებით ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ყირიმის ხიდზე მოძრაობა მთლიანად გადაიკეტა.
ტელეგრამ-არხ „კრიმსკი ვეტერის“ ინფორმაციით, ქერჩის რაიონში რუსული თავდაცვის სისტემები ამუშავდა.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, რუსულმა ჯარებმა სამხედრო ვერტმფრენები „კაჩას“ აეროდრომიდან გაუშვეს.
ამავდროულად, ყირიმის ხიდზე მოძრაობა მთლიანად გადაიკეტა და მისი განათება გამოირთო.
ჩამოგდებული დრონების ან დაზიანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.