არავის აღარ უკვირს გერმანიის და სხვა ელჩების გარკვეული პოლიტიკური პოზიცია, ამასთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, არ შეიძლება ასე ჩარევა შიდა პოლიტიკურ ვითარებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს ე.ი. მხარს უჭერ იმას, რომ იგი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება, მძიმედ დაასრულოს შიმშილობის პროცესი. რასაკვირველია, აქ ერთადერთი შეფასება პოლიტიკურის გარდა, შეიძლება იყოს ის, რაც შალვა პაპუაშვილმა თქვა. გერმანიის ელჩი მასთან ელენე ხოშტარიასთან რომ მივა და შეაგულიანებს, ეს უკვე დანაშაულია. ეს არამარტო კონვენციის დარღვევაა, ეს არის არაადამიანური, არაჰუმანური დამოკიდებულება. მოშიმშილეს უნდა უთხრა, რომ თვითმკვლელობას თავი დაანებოს, ჯანმრთელობის დაზიანებას თავი დაანებოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შიმშილობენ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა.