ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.
კაია კალასი უკვე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს.
„მოხარული ვარ, რომ სომხეთში ვიმყოფები და შევხვდი სომხეთის პრეზიდენტს, ხაჩატურიანს. ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავება, ევროკავშირის მხარდაჭერა რეფორმების მიმართ და მდგრადობისა და კეთილდღეობის გაძლიერება. ეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გასაღებია“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთში ევროკავშირის მისიის შტაბ-ბინის მონახულება.