უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსები უკრაინას თავს დაესხნენ სხვადასხვა ტიპის 477 დრონით, მათ შორის 250-ზე მეტი „შაჰიდით“.
გარდა ამისა, რუსმა ოკუპანტებმა გამოიყენეს ოთხი „კინჟალის“ ტიპის აერობალისტური რაკეტა, „ისკანდერ-M“-ის ტიპის შვიდი ბალისტიკური რაკეტა, Kh-101-ის ტიპის 41 რაკეტა, ხუთი „კალიბრის“ ტიპის რაკეტა და S-300-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კიევის დროით 08:30 საათის მონაცემებით, გაანეიტრალეს 475 საჰაერო თავდასხმის სშუელაბ, 249 ჩამოაგდეს, ხოლო 226 ლოკაციურად დაიკარგა.
რუსული რაკეტებისა და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იყო უკრაინის დასავლეთ რეგიონების - ლვოვის, პოლტავას, ჩერკასის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქების წინააღმდეგ.
საჰაერო ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ F-16-ის ტიპის გამანადგურებლი რუსეთის შეტევის მოგერიებისას ჩამოვარდა, პილოტი დაიღუპა.