სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათობით პოლიციელი განალაგა სპეციალური აღჭურვილობით სამთავრობო შენობების, პარლამენტისა და ახლომდებარე პარკის ტერიტორიაზე.
პროტესტის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დემონსტრანტმა პოლიციას ფეთქებადი ნივთიერებები ესროლა, პოლიციამ კი მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცახდებით, დაშავდა 6 სამართალდამცველი.
მანამდე, სტუდენტებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დაუყოვნებლივ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დაიწყება.
პოლიციის შეფასებით, შეკრებილთა რაოდენობა 36 ათასს შეადგენდა, ხოლო დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი შეკრებების არქივის“ ცნობით, ქუჩებში - 140 ათასი დემონსტრანტი იყო გამოსული.
ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.