სომხეთში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მიქაელ აჯაპაჰიანი, დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ეს მეორე მთავარეპისკოპოსია, რომელიც სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სავარაუდო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში დააკავა.
27 ივნისს, დილით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმები და პოლიცია კათოლიკოს გარეგინ II-ის რეზიდენციაში ეჩმიაძინში მივიდნენ.
ამავდროულად, ჩხრეკა ჩატარდა შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, აჯაფაჰიანის, გიუმრიში მდებარე რეზიდენციაში.
აჯაფაიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასს, სუვერენიტეტზე უარის თქმას ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.
აჯაპაჰიანი ეჩმიაძინში სასულიერო პირების კრებაზე იმყოფებოდა და ხალხთან გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
რეზიდენციის შესასვლელთან უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს შორის შეტაკება მოხდა.
სასულიერო პირბი ცდილობდნენ სპეცრაზმელების შეჩერებას. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აჯაპაჰიანი და მისი ადვოკატი ნებაყოფლობით გამოცხადდნენ პოლიციაში.