მკაცრად ვგმობთ საქართველოში რეპრესიებს, - ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო პასუხისმგებელი პირები დასანქცირდნენ.
"მკაცრად ვგმობთ საქართველოში რეპრესიებს, რადგან ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ოპოზიციონერ ლიდერს იჭერენ. "ქართული ოცნების" ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაა აგებული. პოლიტიკურად დევნილი აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ; ჩართული პირები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ," - წერია განცხადებაში.