დედაქალაქში, სანაპიროზე თამარ მეფის ხიდის ქვეშ "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი დაიწვა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. მძღოლმა მანქანიდან გადასვლა დროულად მოასწრო. იგი მსუბუქადაა დაშავებული და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმხილველთა განცხადებით, ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს წაეკიდა.
მომხდარი ფაქტის მიზეად, ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
შემთხევის ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები და საპარტულო პოლიციის თანამშრომლები.