სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, პატრიარქ-კათალიკოსი, გარეგინ II თუ ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს. ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
„რა უფლება აქვს ჯგუფს, რომელმაც დაარღვია ღვთისმოსაობის აღთქმა და უღალატა იესო ქრისტეს, ისაუბროს სამართლიანობასა და სანდოობაზე? ამ ჯგუფს არ აქვს უფლება, დედასაყდრის სახელით ისაუბროს. ვინც დედაეკლესია შეურაცხყო, ტახტი უნდა დატოვოს. თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
გუშინ, სომხეთში საპროტესტო მოძრაობა "წმინდა ბრძოლის" ლიდერი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, მოძრაობა "წმინდა ბრძოლის" ლიდერს ბრალი ედება ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.