აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი თავისუფლებას იმსახურებენ.
„საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების გასამართლება და დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და ბევრი სხვა დაკავებული იმსახურებენ თავისუფლებას, ახლავე“, - წერს სენატორი სოციალურ პლატფორმა X-ზე.