საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მიერ მიღებული შეთანხმების აქტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. ცვლილების პაკეტს კი ბიუროს მომავალ სხდომაზე წარადგენენ. აქტის შეჯერებულ ვარიანტს ხელი რვა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა.
პოლიტიკური ძალები 8 თვიანი მუშაობის შემდეგ 12 საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორის მერის პირდაპირი წესით არჩევასა და საკრებულოს პარიტეტული წესით დაკომპლექტებაზე.
მიღებულ შეთანხმებას საარჩევნო კომისიის ადმინისტრირების წესთან დაკავშირებით არ იზიარებს ჯონდი ბაღათურია. "ქართული დასის" ლიდერი საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტული წესით დაკომპლექტებას ითხოვს.
"ჩვენს კომიტეტში მზადდება უკვე ეს კანონპროექტი და შესაბამისად უკვე მომდევნო კვირიდან პარლამენტი დაიწყებს კომიტეტებში ამის განხილვას და ასევე დაიწყებს უკვე პლენარულ სხდომებზე მსჯელობას იმ საკითხებზე რომლებიც შეთანხმებულია",_ აცხადებს საქართველოს პარლამეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.
ბარიერთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (30%) კი "ალიანსი საქართველოსათვის" მიუღებელია, რის გამოც გაერთიანების წევრებმა აქტს ხელი არ მოაწერეს.