ცნობილი ეგვიპტელი კინო მსახიობი ომარ შარიფი შეუერთდა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის თანამდებობის დატოვების მოთხოვნას. შარიფის თქმით, დროა რომ 30 წლიანი მმართველობის შემდეგ მუბარაკმა თანამდებობა დატოვოს.
78 წლის მსახიობმა ალექსანდრიიდან, სახელი გაითქვა ფილმ "ლოურენს არავიელში" მთავარი როლის შესრულებისთვის.
"საკმარისია, ის უკვე 30 წელია პრეზიდენტია. დროა გადადგეს! პრეზიდენტი არ ზრუნავს ეგვიპტელ ხალხზე. არიან ძალიან მდიდრები - ალბათ 1 პროცენტი ქვეყნის მოსახლეობისა - ხოლო დანარჩენი ეგვიპტე გაღარიბებულია", - განაცხადა შარიფმა საფრანგეთის ერთ-ერთ რადიოში, კაიროდან ჩართვისას.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში რამდენიმე დღეა მასშტაბური ანტი-სახელისუფლებო მასშტაბური აქციები მიმდინარეობს, რის შედეგადაც 150 დემონანსტრანტი დაიუღუპა და რამდენიმე ათასი ადამიანი დაიჭრა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტ მუბარაკის თანამდებობიდან გადადგომაა.