აჭარის მთავრობის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომაის ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ ანკარაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ლევან ვარშალომიძემ შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან. შეხვედრისას თურქეთის რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლიბის დეტალები განიხილეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის სახელმწიფო მინისტრებთან ფარუქ ნაფიზ ოზაქსა და ფარუქ ჩელიქს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ორი ქვეყნის რეგიონებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო. აქცენტი რეგიონში ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკურ პროექტებზე გაკეთდა.
ლევან ვარშალომიძე თურქეთის პრემიერ მინისტრის სამსახურთან არსებული სამოსახლო მასივების განვითარების ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ერდოღან ბაირაქთარსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის გენერალურ დირექტორს იბრაჰიმ შაჰინს შეხვდა.