თეთრ სახლში ამერიკისთვის უპრეცედენტო ამბასადორიალი იწყება. ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საზღვარგარეთის ქვეყნებში აშშ-ის საელჩოების პირველ პირებს შეხვდება. ელჩების შეკრება თეთრ სახლში დღეს დილიდან დაიწყო.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 180 ქვეყანაში მოქმედი ამერიკის 260 საელჩოს წარმომადგენელი.
შეხვედრაზე იქნებიან ელჩები, კონსულები და სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფი დიპლომატები.
როგორც "თჰე Aსსოციატედ Pრესს" იუწყება, შეხვედრაზე განხილული იქნება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება, ეგვიპტეში არსებული მდგომარეობა, 2011 წლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. საუბარი შეეხება "ვიკილიკსაც".
შეგახსენებთ, რომ "ვიკილიკსმა" ამერიკული დიპლომატების ერთმანეთთან მიმოწერილი მასალები გამოაქვეყნა.