ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ქარხანაში ურანის გამდიდრების ქარხნის ცენტრიფუგები, ისრაელის დარტყმების შედეგად, სავარაუდოდ, ძლიერ დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა, – ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
მისი განცხადებით, ეს პარასკევს განხორციელებული თავდასხმის შედეგად გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის შედეგია რადგან თავად შენობა არ დაზიანებულა.
„ჩვენი შეფასებით, ელექტროენერგიის მოულოდნელი გათიშვის შედეგად, დიდი ალბათობით, ცენტრიფუგები მძიმედ დაზიანდა, თუ სრულიად არ განადგურდა“, – განაცხადა გროსიმ.
გროსის თქმით, საუბარია ნათანზში, ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგაზე.
ამასთან, გროსის თქმით, ისპაჰანის ბირთვული გამდიდრების ობიექტზე ასევე დაზიანდა ოთხი შენობა.