ჩორჩანას საგუშაგოთი ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი, 100 ჰექტარი ტყე, ეს არის მილიონობით კვადრატული მეტრი, ხაშურის რაიონის რამდენიმე მოსახლე, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთ იყო, დარჩა საოკუპაციო ხაზს მიღმა, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ გენერალურ პროკურატურაში ჟურნალისტებს ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვის დასრულების შემდგომ განუცხადა.
"ჩორჩანასთნ დაკავშირებით, რომ ყოფილიყო კოორდინაცია შესაბამის სამსახურებთან, ვფიქრობ, გარკვეული ეტაპების განხორციელების შემდეგ, ჩვენ მიზანს მივაღწევდით, ამიტომ იყო, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ იყო და მოხდა, ისე, რომ ნაუცბათევად და შემდგომ უკვე სუს- არ ეთანხმებოდა ამას, იმიტომაც არ იყო შესაბამისი კოორდინაცია.
ჩორჩანას საგუშაგოთი ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი, 100 ჰექტარი ტყე, ეს არის მილიონობით კვადრატული მეტრი. ხაშურის რაიონის რამდენიმე მოსახლე, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთ იყო, დარჩა დარჩა ხაზს მიღმა. გარდა ამისა, ჩვენ, ქართულმა მხარემ რომ დავდგით 1 საგუშაგო, მოწინააღმდეგე მხარისგან დაიდგა 5 და 1 მოძრავი პოსტი. აი, ეს მივიღეთ ჩვენ და ეს რეალობა. ჩვენ აქ მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ საგუშაგოს მდებარეობა და როლი, მისასვლელი გზა და გზაზე პატრულირება. როცა საოკუპაციო ხაზს ეხება, ყველა ეტაპი ნაბიჯი-ნაბიჯ უნდა იყოს შეთანხმებული და შესაბამისი არგუმენტები მოყვანილი,
მე გავიგე მას შემდეგ, რაც სუს-ში იმართებოდა შეკრებები და ვნახეთ, რომ მდგომარეობა დაიძაბა. სეპარატისტულმა რეჟიმმა რამდენჯერმე შეატყობინა საერთაშიროსო ორგანიზაციებს, იყო ინფორმაცია, რომ მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს, ამის შემდეგ უსაფრთოების სამსახური, დეესკალაციის თვალსაზრისით, ჩაერთო,-განაცხადა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, მას მაშინდელ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან წვდომა არ ჰქონია და “პირადად მას საქმის კურში არ ჩაუყენებია.“
ტაბატაძის მტკიცებით, მთავარი გაკეთდა და მათ აიცილეს თავიდან ის, რომ არ მომხდარიყო ცეცხლის გახსნა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება პანაცეა არ არის, გინდა თუ არა, ყველაფერზე უნდა შეიკრიბოს, რას საჭიროა გაკეთდა და ჩვენ მოვახერხეთ, აგვეცილებინა საშიშროება,ა რ მომხდარიყო ცეცხლის გახსნა, -თქვა მან.
შეკითხვაზე, რატომ არ ჩამოაშორეს გახარია პოლიტიკურ პროცესებს და რატომ დაინიშნა ის 2 კვირაში პრემიერ მინისტრად, ტაბატაძემ უპასუხა, რომ “ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.“