ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის რამდენიმე რაიონში სირენები გაისმა მას შემდეგ, რაც ირანიდან ქვეყნის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დარტყმნები განხორციედლა ხაიფის, თელ ავივისა და აშქელონის მიმართულებით.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, (IDF) ირანის მიერ ბოლოს გაშვებული რაკეტების უმეტესობა ჩაჭრეს.
„ბოლო ერთი საათის განმავლობაში ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რომელთა უმეტესობა ჩაჭრილია. რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.