CNN ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოკლულ მეცნიერებს შორის არიან ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ფიზიკოსი მოჰამედ მეჰდი თეირანჩი, რომელიც ასევე ისლამური აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო.
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დაადასტურა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე სამხედრო მეთაური და მეცნიერი დაიღუპა.