ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების საპასუხოდ ირანმა ისრაელის მიმართულების 100-ზე მეტი დრონი გაუშვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფიმ დეფრინის განცხადებით, დრონების მოსაგერიებლად ამოქმედებულია ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
„საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა საფრთხეების მოსაგერიებლად მუშაობს. ეს განსხვავებული მოვლენაა იმისგან, რაც აქამდე გამოგვიცდია, რთულ საათებს ველოდებით. უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა და მოთმინება“, – განაცხადა ეფი დეფრინმა.