აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რუს ხალხს რუსეთის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ამერიკა „რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მისაღწევად რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას ცდილობს“. რუბიოს მიმართვას სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.
„ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა მივულოცო რუს ხალხს რუსეთის დღე. შეერთებული შტატები კვლავ ერთგულად უჭერს მხარს რუს ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ თავიანთი მისწრაფებების წინსვლას უკეთესი მომავლისკენ.
ასევე, ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებული შტატების ერთგულება რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მიმართ, რათა მიღწეულ იქნას რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობა. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განმტკიცებას,“ - აღნიშნავს მარკო რუბიო